უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული დ.ჯ., ასევე, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ი.ვ. და 1995 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.
17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.
ისრაელმა სირიის პრეზიდენტის რეზიდენცია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები დაბომბა.
მამუკა ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ. ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ჩვენ მათ [ოპოზიციას] არ ვპასუხობთ არც საპასუხო კრიტიკით და არც რაიმე ტიპის საპასუხო ბრალდებებით, მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია. თუ ისინი აპირებენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციად ფორმირდნენ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვართ ივანიშვილის ოპოზიცია და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მე არ გამორიცხავ, [ეუთო/ოდირის] არც მოწვევას, არც არ მოწვევას. უბრალოდ უნდა დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, რამხელა ფარისევლობაა ამ მოთხოვნაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის არმოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს.
ქართველები ვდგავართ იქ, სადაც შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარასდროს მოგვაყენებს. ამიტომ გვიხარია დამოუკიდებლობაც და სიმყარეც ჩვენი სიტყვის და საქმის, ეგ არის მთავარი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კაია კალასის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც 7 ოპოზიციონერი ციხეშია, არ შეიძლება არჩევნები იყოს კონკურენტუნარიანი.
“ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და შსს-ს ქმედებები ამაზე მიანიშნებს. რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიცავთ ამ გზით ჩვენი მომავალი თაობა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE” განაცხადა.
“გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ, ვისაც გვინდა, დავაფინანსებთ. არ გეცოდინება შენ! შენ ვინ გეკითხება, ჩვენ ვის დავაფინანსებთ გარედან?! არავინ აღარ შეგეკითხება! ამერიკას შეუძლია, შენ – ვერა, გეუბნებიან. სხვა რაღაცებს შორის გეუბნებიან: გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვანების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს, თორემ შევწყვეტთ ვიზალიბერალიზაციას” – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
