საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკვე გაიგზავნა სარაკეტო-საზენიტო სისტემები Patriot. მათი რაოდენობა ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა.
”ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„რა გითხრათ, ვინ უნდა იყოს გახარიასა და ხაზარაძის [მერობის] კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ?!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.
