უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, რომელმაც მას „მტერი“ უწოდა.
,,ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინებაზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევის გამო.
საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერი „მაგთი“ განმარტავს, რომ გუშინ, 27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტი გათიშული იყო საქართველოსა და თურქეთში ქსელის დაზიანების გამო. ეს არის კომპანიის პირველი განცხადება 27 იანვრის შეფერხების მიზეზზე.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ აღარ დაუწესებს სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს კოლუმბიას.
“ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს – ძნელად წარმოსადგენია, თუ რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
