როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.
თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
PACE-ს პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი 29 იანვარს სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ აცხადებს: „ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან“.
ევროსაბჭოში ის ინიცირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას - ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში აპრილში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ შიმშილობის მე-17 დღეს ხდება „გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს - სად არის ჰუმანურობა? - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ინდოეთში, მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულზე, სადაც მილიონობით მომლოცველი იყო შეკრებილი, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და 10 - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
