იანვარი 20 2025

დღეს, 20 იანვარს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება.


იანვარი 20 2025

აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული – „დიფ სთეითის” დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


იანვარი 20 2025

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა – ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.


იანვარი 20 2025

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შედგება. 


იანვარი 17 2025

ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ლინჩის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.


იანვარი 17 2025

ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ კატარის დედაქალაქ დოჰაში ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელების ტყვეობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.


იანვარი 17 2025

დღეს, 17 იანვარს სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.


იანვარი 17 2025

„ის რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მით უმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა.


იანვარი 17 2025

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


იანვარი 17 2025

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვრცელი ვიდეომიმართვით გამოეთხოვა. ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე ცოლთან ნიცასთან და შვილთან დამიანესთან ერთად მივიდა.


გვერდი 279 სულ 983
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.