იანვარი 22 2025

„იმედი“ არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ავტომატურად ივანიშვილის მხარეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.


იანვარი 22 2025

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.


იანვარი 21 2025

“ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა – ათასობით ბავშვია აუცრელი, როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევი ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ვაქცინის გაკეთება არასდროს არ არის გვიან”, – ამის შესახებ აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე.


იანვარი 21 2025

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის სტატუსით უკვე მეორედ მიიღო გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან(WHO) აშშ-ის გასვლის და პარიზის შეთანხმებაზე უარის შესახებ.


იანვარი 21 2025

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროებმა უნდა დაიცვან.


იანვარი 21 2025

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციისას, დონალდ ტრამპის დაპირებებს შორის იყო განცხადება, რომ იგი იქნება "მშვიდობის დამამყარებელი".


იანვარი 21 2025

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა.


იანვარი 21 2025

აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალი კომპანია დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა. ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა.


იანვარი 20 2025

4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


იანვარი 20 2025

ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება, სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.


გვერდი 278 სულ 983
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.