„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ, ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.
ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას.
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შედეგად, დაშავებულია სამი ადამიანი.
ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.
გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება.
ირანი აცხადებს, რომ "სიმეტრიული და პროპორციული" პასუხით გამოვა - მას მერე, რაც ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გააუქმეს თეირანთან საჰაერო მომსახურების შეთანხმებები და განაცხადეს, რომ სანქციებს დაუწესებენ მის ავიაკომპანიას, Iran Air-ს.
,,ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი.
