სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის, გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეეძლება, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს".
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.
დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.
ლამაზი ფასადური სახეები - ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების" პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ - საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს , - ასეთია "ევროოპტიმისტების" წევრის რომან გოცირიძის პოზიცია იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, ვინც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინა.
