სექტემბერი 10 2024

თბილისის მერიის ინფორმაციით, ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.


სექტემბერი 10 2024

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.


სექტემბერი 10 2024

თბილისის მერი კახა კალაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რამაც დავით კეზერაშვილი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.


სექტემბერი 10 2024

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2,5 წლის შემდეგ, მოსკოვთან მოლაპარაკების მხარდამჭერი უკრაინელების რიცხვი გაიზარდა.


სექტემბერი 10 2024

ღაზის სამხრეთით ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.


სექტემბერი 09 2024

„რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო სააგიტაციო მასალები, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ.


სექტემბერი 09 2024

„ფაშიზმი“ - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრ დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს.


სექტემბერი 09 2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმი ლიდერი თამარ კორძაია მთავრობის ახალ ინიციატიავას გამოეხმაურა.

„თუ „რუსულ კანონს" გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ, რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს?

მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში. კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.


სექტემბერი 09 2024

 “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ გამოეხმაურა.

„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.


სექტემბერი 09 2024

„კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია.


გვერდი 319 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.