ივნისი 13 2024

ზურაბ ჯაფარიძეს თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.


ივნისი 13 2024

ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, ზიზღის ენას, ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ივნისი 13 2024

ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

„დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ასევე, ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი, ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, გვერდიგვერდ აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს ღმერთმა მათი სული ნათელში ამყოფოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია - დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს ვერ დავიბრუნებთ“, - განაცხადა კალაძემ.


ივნისი 13 2024

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივნისი 13 2024

ერევანში, სომხეთის პარლამენტთან, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის 12 ივნისს, საღამოს, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 101 ადამიანი დაშავდა.


ივნისი 12 2024

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.


ივნისი 12 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.


ივნისი 12 2024
ინგრედიენტები:

ივნისი 12 2024

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


ივნისი 12 2024

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.


გვერდი 341 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.