საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვას.
არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ - ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის მხრიდან დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულებაა, რასაც რუსეთი აძლევს, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!“
ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" წევრებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხმაურება და "მორიგ შეცდომას" უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ, შეუძლებელია, მზად ვართ მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და ჯანსაღი გახდეს, იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
