ივნისი 18 2024

ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.


ივნისი 18 2024

ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა, - ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


ივნისი 17 2024
ინგრედიენტები

ივნისი 17 2024

ვლადიკავკაზიდან, სულ მცირე, ოთხი წვევამდელი გადაიყვანეს სომხეთში, სადაც რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე, - ამის შესახებ პროექტი “ვაჟნიე ისტორიი” იუწყება.


ივნისი 17 2024

საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, დავამტკიცეთ, რომ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ვართ, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით - დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები, რომელიც იქნება დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების რისკს.


ივნისი 17 2024

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივნისი 17 2024

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ეს არის ამ მარცხის გააზრების მძიმე პროცესი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.


ივნისი 17 2024

საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 არის ქალი. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან 2012 წლის ამნისტია ყველას შეეხო და დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მათგანმა ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 17 2024

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს,­ თუ რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.


ივნისი 17 2024

ნატოში განიხილება ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს.


გვერდი 338 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.