სექტემბერი 19 2024

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.


სექტემბერი 19 2024

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


სექტემბერი 18 2024

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 18 2024

მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს! - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.


სექტემბერი 18 2024
 ინგრედიენტები
 
100   გრამი ქათმის მოხარშული ხორცი
 
100   გრამი მოხარშული მაკარონი
 
100   გრამი სოკო (მარინადი)
 
1   ცალი პამიდორი
 
2   ცალი მოხარშული კვერცხი
 
150   გრამი მაიონეზი
 
1   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
 
პილპილი, მარილი გემოვნებით.
 
 
მომზადების წესი:
 

ქათმის ხორცი დავჭრათ ღერებად, მაკარონიც დავჭრათ 5-6 სმ სიგრძის ღერებად. სოკო, პამიდორი და კვერცხი დავჭრათ რგოლებად. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, დამუვატოთ დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ მაიონეზი და გავაფორმოთ კვერცხისა და პამიდვრის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:kulinaria.ge


სექტემბერი 18 2024

ბიძინა ივანიშვილი  აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და რუსეთს ჩააბარებს - „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას


სექტემბერი 18 2024

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მიმართვა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.


სექტემბერი 18 2024

„სხვა გზა არ არის, სავალდებულო უნდა იყოს“ - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევის საკითხზე კომენტირებისას.


სექტემბერი 18 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


სექტემბერი 18 2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ოპოზიციური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს.


გვერდი 358 სულ 1003
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.