მაისი 22 2024

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი - მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.


მაისი 22 2024

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა: ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.


მაისი 21 2024

მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უნდა გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ უკრაინაში. ასევე პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება და ჩვენი არასამთავრობოებიც ამაზე აპელირებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება ამის შესანარჩუნებლად გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა.

 

„ახლა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციების, რომელიც დედაქალაქში იმართება, არ მახსოვს გუშინ იყო თუ რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა და თქვა, რომ მშურს უკრაინისო. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამას ალტერნატივა არა აქვს. დღეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.


მაისი 21 2024

ინგრედიენტები:


მაისი 21 2024

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 29 დრონი გამოიყენეს. საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.


მაისი 21 2024

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის „სწორ ქმედებებზე“. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.


მაისი 21 2024

ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

 

კალაძის შეფასებით, სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

 

"არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მართლა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღია არის, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, Politico-ს სცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.

 

Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.


მაისი 21 2024

ეს გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი, - ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მაისი 21 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, დონეცკის და ხარკოვის მიმართულებებით კონტროლს ინარჩუნებენ. გასულ ღამით, თავდაცვის ძალების მთავარსარდალთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს მართვად საავიაციო ბომბებს, რაც ისევ და ისევ აჩვენებს, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და სამხედროების გადასვლა ახალ საბრძოლო თვითმფრინავებზე.


მაისი 21 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენასა და რეალიზაციაზე. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.


გვერდი 355 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.