მაისი 23 2024

გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცეს მეორე H 145 ტიპის ვერტმფრენი. როგორც შსს აცხადებს, ის აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ამავე ცნობით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.


მაისი 22 2024

თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.


მაისი 22 2024

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.


მაისი 22 2024

ინგრედიენტები


მაისი 22 2024

ახლა ერთობა არის მთავარი. სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია? ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და თქვენი პროგრამები? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.


მაისი 22 2024

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.


მაისი 22 2024

მომავალი თვიდან, ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა დღეს, 22 მაისს, მიიღო.


მაისი 22 2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები.


მაისი 22 2024

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება.


მაისი 22 2024

თეთრმა სახლმა 21 მაისს განაცხადა, რომ შეისწავლის ცნობას იმის შესახებ, რომ ისრაელმა აღჭურვილობა ჩამოართვა The Associated Press-ს. მან ინციდენტს "შემაშფოთებელი" უწოდა.


გვერდი 354 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.