უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს.
იტალიის ქალაქ სავიანოში ორსართულიან სახლში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა.
იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამედ ჯავად კენატმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს", - დაადასტურა პირჰოსეინ კოლივანდმა, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროში 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული.
აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.
სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა, სავარაუდოდ კორექტირებადი ავიაბომბებით.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მზად არის პარტია „ლელოსთან“ ამ არჩევნებისთვის საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია სამ პირობას დათანხმდება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
