March 17, 2026

მაისი 29 2024

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მაისი 29 2024

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.


მაისი 29 2024

“მედიაზონის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსკოვში ერთ დღეში პოლიციამ დააკავა ორმოცდაათზე მეტი წვევამდელი, რომლებიც სამხედრო სამსახურის გადავადებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯერ შემკრებ პუნქტში ჩაკეტეს, ტელეფონები და პირადი ნივთები ჩამოართვეს, შემდეგ კი ღამით მოსკოვის რეგიონის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.


მაისი 29 2024

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე"(აგენტების კანონი).



მაისი 29 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.


მაისი 29 2024

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.


მაისი 29 2024

ინგრედიენტები:


მაისი 28 2024

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც "ქართულ ოცნებას" მიმართა.


მაისი 28 2024

რა სიმართლის აღიარებას უნდა ველოდოთ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, საზოგადოებას ეუბნება პარლამენტიდან, რომ საქართველომ 2012 წელს საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზასო. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეუბნება ამას საზოგადოებას, ანუ ხვდებით, რომ პარალელურ განზომილებაში არის ეს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


გვერდი 372 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.