28 მაისს ისრაელი ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰს ჰაერიდან და ტანკებით ბომბავს და განაგრძობს შეტევას, მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა, რომელიც მოჰყვა იმ საჰაერო დარტყმას, რომელმაც დევნილთა ბანაკში ხანძარი გამოიწვია და სულ მცირე 45 ადამიანი იმსხვერპლა.
ღამის განმავლობაში განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე 16 პალესტინელი - აცხადებენ ღაზის წარმომადგენლები. ღაზის სექტორი იმართება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მიერ.
ისრაელის ტანკები რაფაჰის დასავლეთში მდებარე უბნებისკენ მიიწევენ, ადგილობრივები ინტენსიურ დაბომბვაზე იუწყებიან.
ბანაკს, რომელშიც ისრაელის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, თავს აფარებდა ღაზის სხვა არეალებიდან გაქცეული ათასობით ოჯახი. ამ დარტყმაზე პასუხად, გლობალური ლიდერები გამოდიან მოწოდებით, შესრულდეს საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება და ისრაელმა შეაჩეროს სამხედრო შეტევა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 28 მაისს გააფორმეს ათწლიანი, ორმხრივი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში.
მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მოიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მოქალაქეები აპროტესტებენ.
დავით გამყრელიძის თქმით, “რუსული რეჟიმი” უნდა შეიცვალოს ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გააწევრიანებს.
“მე მაინც მგონია, რომ ეს არ არის ბოლო წერტილი, ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ხალხი შეეგუოს გარუსებას, დასავლურ კურსზე და ევროპულ ინტეგრაციაზე უარს, აქედან გამომდინარე, ეს ბოლო დღეა ამ 84 დეპუტატისთვის. გულის სიღრმეში იმედი მაინც არის, რომ 9 ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელიც საკუთარ თავს თუ არა, თავის შვილებზე, შვილიშვილებზე, მომავალ თაობებზე იფიქრებს, მაგრამ ეს ძალიან მცირე იმედია. აქამდე სადაც მოვიდნენ და ვერავინ გაბედა განცხადების გაკეთება, რომ თუნდაც გადავდოთ, თუნდაც შევაჩეროთ ეს პროცესი, ნიშნავს იმას, რომ დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მიიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს და შევცვალოთ იმ ხელისუფლებით და პარლამენტით, რომელიც დაჩქარებული ტემპით შეგვიყვანს ევროპაში”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.
მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.
გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას.
სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის - საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება - ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
