თებერვალი 21 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.

 

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.

 

რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი - "ევროპელ სოციალისტი" დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული. გასულ წელს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს.

 

პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.


თებერვალი 21 2024

რეალურია, რომ 1000-ლარიან პენსიაზე საუბარი არის გათვლილი საარჩევნო პროპაგანდის სტრატეგიაზე და საარჩევნო პროპაგანდის ნაწილზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მან ლაშა ხუციშვილს სთხოვა დამატებითი ინფორმაცია წარადგინოს პენსიებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორი პარტია „ლელოა“.


თებერვალი 21 2024

სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. მათ შორის არავითარი საერთო არ არსებობს, პირიქით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


თებერვალი 20 2024

ოფიციალური მოწვევა გაეგზავნა ეუთოში ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ღია და ტრანსფარენტული არჩევნები არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ, პირველ რიგში, დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები იყოს გამორჩეული და მაღალი სტანდარტებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცვხადა, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.


თებერვალი 20 2024

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს და აზერბაიჯანს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.


თებერვალი 20 2024

ინგრედიენტები: 

 

1 1⁄3  ჭიქა ფქვილი
 
4   ჩ/კ საცხობი ფხვნილი
 
1⁄2  ჩ/კ მარილი
 
2   ს/კ შაქარი
 
2   ცალი კვერცხი
 
1⁄2  ჭიქა გამდნარი კარაქი
13⁄4  ჭიქა რძე

თებერვალი 20 2024

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. დღის წესრიგის თანახმად, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება.


თებერვალი 19 2024

2   ჭიქა დაფხვნილი ორცხობილა

 
3⁄4  ჭიქა ორად გაყოფილი შაქარი
 
2   ს/კ შაქარი
 
1⁄2  ჩ/კ დაფხვნილი დარიჩინი
 
1⁄3  ჭიქა გამდნარი მარგარინი
 
1   ქილა შტოშის სოუსი მთელი მარცვლებით
 
11⁄2  ჩ/კ სიმინდის სახამებელი
 
3   შეკვრა მდნარი ყველი (კრემ–ყველი)
 
2   ჩ/კ ლიმონის კანი
 
1   ს/კ ლიმონის წვენი
 
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
2⁄5  ჩ/კ მარილი
 
2   ცალი ძალიან მწიფე საშუალო ბანანი
 
3⁄4  ჭიქა მსუბუქი არაჟანი
 
მომზადების წესი:
 

ერთმანეთს შეურიეთ ორცხობილა, ¼ ჭიქა შაქარი, დარიჩინი და მარგარინი. გააბრტყელეთ მოსახსნელძირიან საცხობ ფორმაში ისე, რომ მასა კიდეებზე ¾ – მდე ამოვიდეს. აცხვეთ 180°C– ზე 10 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიფერება ყავისფრად. გააგრილეთ.

 

აურიეთ შტოშის სოუსი(400 გრ.ქილა) და სიმინდის სახამებელი ჯამში, შედგით ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ ადუღდება და გასქელდება. გადაინახეთ ½ ჭიქა მოსართავად. გადადგით.

 

ათქვიფეთ ( 200 გრ.) კრემ–ყველი, ½ ჭიქა შაქარი, ლიმონის კანი და წვენი, ვანილი და მარილი. გააკეთეთ ბანანის ხილფაფა (1 ჭიქა) და შეურიეთ ყველის ნარევში. ჩაასხით 2 ჭიქა ყველის ნარევი გაგრილებულ გამომცხვარ ქერქში. კოვზით მოალაგეთ თავზე შტოში. დაფარეთ დარჩენილი ყველის ნაზავით.

 

აცხვეთ 45 წუთით. გამოდგით ღუმელიდან, აურიეთ არაჟანი და დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი და გაანაწილეთ მის ზედაპირზე. მოასხით გადანახული შტოშის ტოპინგი ცენტრში ისე, რომ მისცეთ წრიული ფორმა. ფრთხილად აურიეთ წრიულად შტოში და არაჟანი. შედგით უკანვე ღუმელში 15 წუთით, გლაზურის გამყარებამდე. გააგრილეთ.

 

ნამცხვარი დანით კიდეებს ნელ–ნელა მოაშორეთ. გააგრილეთ 6 საათით ან მთელი ღამით. დაჭრამდე საცხობი ფორმის ძირი მოაცალეთ. სურვილისამებრ მორთეთ პიტნით.

 

წყარო:კულინარა 


თებერვალი 19 2024

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს სალეხარდის მორგში არ უშვებენ, სადაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარია, - ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.


თებერვალი 19 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.


გვერდი 399 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.