2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები. თბილისის მოსახლეობისთვის საჭირო ხარჯს მუნიციპალიტეტი დაფარავს, რეგიონებისას კი - ჯანდაცვის სამინისტრო
ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებას შეაყოვნებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან ევაკუირებულია 4 000-მდე ადამიანი. დროებით დაიხურა ამ რაიონში მდებარე გეოთერმული წყლების კურორტი.
სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში.
ბულგარეთის პარლამენტმა 18 დეკემბერს გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში.
ჭიათურაში საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 205 571 ლარი დაიხარჯება. მერის, გიორგი მოდებაძის გადაწყვეტილებით, ტენდერი არ გამოცხადდა და კონტრაქტი უნდა დაიდოს შპს "რუბიკონ გრუფთან", რომელიც სხვა ქალაქებშიც მართავს ღონისძიებებს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან არაფერი დაუთმია.
გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გამო სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანცის ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.
რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს", - იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
