"რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა"
ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს! - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ, ხატია დეკანოიძეს.
სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე ისაუბრებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გზავნილზე, რომ აღარ უნდა განმეორდეს შეცდომა და მნიშვნელოვანია, საქართველოს მიენიჭოს სტატუსი.
Ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ აქვეყნებს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
