შოვის სტიქიის ტრაგედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება.
ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პორტის პროექტს - ანაკლია გადააქციეთ ჩინური ტვირთის გამტარად,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე უსმენენ.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები მაშინ?! ახლა ფარცხალაძის გამო მთელი მთავრობა, ხელისუფლება და სახელისუფლებო სისტემა ავარდით ჰაერში და ჩამოვარდით იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეს ანგარიში არ გავუყინოთ ძალაში შესული განაჩენის გარეშეო, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე კოლეგებს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადება, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მოქმედებას მთიან ყარაბაღში, თავდაპირველად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო, წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი). ამის შესახებ მას აცნობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სამმა ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ.
აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, რეგიონში გაემგზავრა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დატვირთული ორი, 20-ტონიანი ტევადობის ავტომანქანა, კიდევ ორი სატვირთო ავტომანქანით კი პური გაიგზავნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.
თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.
ლარის კურსთან მიმართებით პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს - ეროვნული ბანკის ბრძანებას პირდაპირი შედეგი დღეს და ხვალ არ მოჰყვება, შენელებული მოქმედების ნაღმზე ვსხედვართ, მაგრამ ამ ნაღმის დეტონაციის რისკი დღეს არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
კობახიძე და მდინარაძე მეძახიან აგენტს, სპიკერი მიკროფონს გვირთავს და უმრავლესობა ტაშს უკრავს - რატომ არ არის ფარცხალაძე დაკავებული?
