არასრულწლოვანის შიშველი ფოტოების გაგზავნის იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 23 წლის კაცს, რომელმაც არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა. გამოძიება ჩაატარა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურის წაყენებული ბრალით კი მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მიხედვით, კაცმა 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო 13 წლის გოგო, რომელსაც შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
კაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
- 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება - ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით;
- 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - არასრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ქმედებაში იძულება - ისჯება 9-დან 15 წლამდე პატიმრობით.
"შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. საგამოძიებო უწყებამ მომხდარის შესახებ დედისგან შეიტყო.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ჩხრეკისას ნახეს მობილური ტელეფონი, რომელშიც შენახული იყო ამ არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოები.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
