სექტემბერი 19 2023

ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან „ქართუ ბანკში“ მოასწრო ფულის გადატანა, ოღონდ ლარებში, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა


სექტემბერი 19 2023

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი - 2018 წელს მას რადიკალები ჯაშუშს ეძახდნენ, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება?- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


სექტემბერი 19 2023

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


სექტემბერი 18 2023

18 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება.


სექტემბერი 18 2023

რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


სექტემბერი 18 2023

ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს - სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.


სექტემბერი 18 2023

ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება - როგორც ჩანს, ოქტომბერ-დეკემბერში თავისთვის რთულ პოლიტიკურ ვითარებას ელიან და ამიტომ აანონსებენ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.


სექტემბერი 18 2023

უკრაინა, მის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.


სექტემბერი 18 2023

პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.


სექტემბერი 18 2023

ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.


გვერდი 430 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.