რუსული ბოროტება ტკივილითა და სიკვდილით ესხმის თავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი კორონავირუსთან დაკავშირებით. უწყების პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღმოჩენილი ახალი შტამების დასახელების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა მათთვის "ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს".
მიხეილ სააკაშვილი უფლებამოსილი არაა, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ უძილობის პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა:
თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.
