უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს262 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველომ სამჯერ გაზარდა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში. გარდა ამისა, სომხეთში,ყირგიზეთსა და ყაზახეთში მიწოდება რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ იქ ექსპორტირებული მანქანები მაინც რუსეთში ხვდება, აცხადებენ ანალიტიკოსები რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში.
დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა - დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს.
31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, სავარადუდო, ჭურვის აფეთქების შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.
პირველი აპრილის ღამეს მკვლელობა მოხდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.
ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ხარისხით დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება.
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნა „ძალიან გაჭიანურდა“.
