იანვარი 12 2023

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს, ინფორმაციას საქართველოს და სომხეთის მთავრობების პრესსამსახურები ავრცელებენ.


იანვარი 12 2023

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აღმოაჩინეს დამატებითი დოკუმენტები.


იანვარი 12 2023

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.


იანვარი 12 2023

ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


იანვარი 11 2023

რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.


იანვარი 11 2023

უკრაინული და რუსული მხარეები უკრაინის ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.


იანვარი 10 2023

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ექთანს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, პირადი მონაცემები გამოართვა.


იანვარი 10 2023

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ მისი გავრცელებული ჩანაწერია, ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.


იანვარი 10 2023

სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, „ვივამედში“ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება, მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.


იანვარი 10 2023

ახალი წლის ღამე ფანჯრიდან გასროლილი მაშხალის გარეშე საქართველოში უჩვეულოა. არადა, ყოველ დღესასწაულზე, პიროტექნიკის აფეთქების გამო, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, ათობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა სტატისტიკა მცირდება, გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა.


გვერდი 491 სულ 981
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.