ოქტომბერი 31 2022

ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა.


ოქტომბერი 31 2022

რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ, მსოფლიოში ისევ გაძვირდა ხორბალი და სხვა პროდუქტები. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.


ოქტომბერი 30 2022

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა.


ოქტომბერი 29 2022

ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.


ოქტომბერი 29 2022

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების საკითხის შეფასებისას.


ოქტომბერი 29 2022

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.


ოქტომბერი 28 2022

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ცემენტის ქარხნასთან, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ოქტომბერი 28 2022

სექტემბერში, ყველაზე მეტი - 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.


ოქტომბერი 28 2022

ნაციზმი მოდის ახალი ნიღბით, თუმცა იმავე მიზნით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 247-ე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ რუსეთის აგრესია ნაციზმს შეადარა.


ოქტომბერი 28 2022

ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.


გვერდი 492 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.