ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.
აქ ჩვენი კარგი ამბავიც უნდა ეწეროს სრული ბედნიერებისთვის…მაგალითად კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზავნილი ქალბატონმა ურსულამ პირადად ჩამოიტანა თბილისში,- ასე ეხმაურება სოციალური ქსელში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ათი საკითხი განიხილეს.
ნიკანორ მელია, ხაბეს და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები, ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის მოთხოვნას პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების შესახებ.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა.
საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზამთარს ვინ როგორ გადაიტანს. უკრაინაზე თუ ვილაპარაკებთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც უკრაინას, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გაუჩნდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სტრუქტურებს, სწორედ მოსახლეობისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შესაქმნელად, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ თავიანთ ხელისუფლებას.
“საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება. ქვეყანა ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება.
“რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებიდან ჩანს, რომ ხერსონიდან გასვლას კი არ აპირებს, პოზიციების გამაგრებისთვის ემზადება. ის გადაადგილებები და განცხადებები კი უფრო სამხედრო ფანდია და უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეცდენა აქვს მიზნად.
