მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკას დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა კომპანია Raytheon Co. - სთან, რომლისგანაც უკრაინის დახმარების ფარგლებში, შეისყიდის 182 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ''NASAMS''.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს უკრაინაში საომარ კამპანიას მაშინაც კი, თუკი კიევი ოფიციალურად იტყვის უარს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.
ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
