სექტემბერი 07 2022

ჩვევების შეცვლა ადვილი პროცესი არ არის. მაგრამ თუ დაიწყებთ მცირე ნაბიჯებით, მაგალითად, მიზნად მხოლოდ 1 კვირას დაისახავთ და არა მთელს ცხოვრებას, პროცესი გაადვილდება. ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო ჩვევა და ამასთან გადაწყვიტოთ, რომელი გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი გახდეს.


სექტემბერი 06 2022

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


სექტემბერი 06 2022

ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცებს რაღაცებს რომ ედავება, ეს უკვე სასაცილოა. არახამიამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომაც თავის პრობლემებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა.


სექტემბერი 06 2022

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს, პოლიტიკური პარტიები არჩევნების კონსტიტუციურ ვადას ვერ დაელოდებიან და ამიტომ, “ვადამდელი არჩევნები უნდა მოითხოვონ”.


სექტემბერი 05 2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა.


სექტემბერი 05 2022

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


სექტემბერი 05 2022

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9036 ლარი გახდა.


სექტემბერი 05 2022

8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.


სექტემბერი 03 2022

კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.


სექტემბერი 03 2022

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.


გვერდი 516 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.