“ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ძალიან ბევრი წელია ქართული საზოგადოება ითხოვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელთა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს დასკვნა არსებობს, გასამართლდეს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სხვები, აცხადებს, რომ თბილისში დღეს დილით თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი.
ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში მისი გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
,,უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული… ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით… მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
,,ახლა, ბრიფინგის დროს, ვსაუბრობთ ბრიტანულ სტანდარტზე და იქვე იტყუებით. მოსახლეობა დეზინფორმაციისგან უნდა დავიცვათ – ბრიტანული სტანდარტი ითვლება რომ არის კარგი და ჩვენც ზუსტად ამ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც თქვა, რომ მედიის არაერთი წარმომადგენელი გააძევეს პარლამენტიდან იმის გამო, რომ დეპუტატს არასასურველი კითხვა დაუსვა.
,,ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ დაერღვიათ კანონი და ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გულის ტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
,,მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.