დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ; თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რაც რეგიონული თანამშრომლობის, დიალოგისა და მდგრადი განვითარებისადმი თქვენს ერთგულებას წარმოაჩენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისრაელის ავიაციამ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ჰარეთ ჰრეიკის რაიონში, მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
,,შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა საუბრობს, რომ ევროკავშირი 142 მილიარდით მეტს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, კარგად გვაჩვენებს როგორ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა, ამიტომ ბრიუსელისგან „მორალის კითხვა საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის“.
ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატებსაც მოვუწოდებ, რომ როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ საკითხს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
„თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
