არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 2010 წლიდან თითქმის გაორმაგდა და 6 მლრდ ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, ეს განპირობებული იყო ფასების ზრდით და რეალური გამოშვება (დაკორექტირებული ფასების ცვლილებით) მხოლოდ 20%-ით არის გაზრდილი იგივე პერიოდში.
ალუბლის კლაფუტის ეს რეცეპტი ერთ-ერთი უმარტივესი ფრანგული დესერტია. სცადეთ და ისიამოვნეთ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზებზე რუსეთთან აგებს და ახლა თითქმის მხოლოდ დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რომ რუსეთი შეაკავოს.
აშშ-ის კონგრესში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადებები ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენის დროს ისმოდა, რომელიც კონგრესში პირველად გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს. პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.
ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.
იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება – ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.
„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი. შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.
რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას, შესაბამისი კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, – განცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას შეეხებოდა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს.
ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს, მაგრამ ამას თავის საფუძველი აქვს - ისეთი უზნეობა იკადრა, რომ ეტყობა მერე შეეშინდა - ნუ ეშინიათ, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ,- ასე პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” მასზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს.
