სექტემბერი 28 2022

დააკვირდით ხელწერას, ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში და მერე არ გაგიკვიდეთ, რომ რუსეთი აფინანსებდა მთელი ეს პერიოდი ქალბატონ ხოშტარიას, კეზერაშვილთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა.


სექტემბერი 28 2022

აფხაზეთი არის სამოთხე დედამიწაზე, ხალხი კი წმინდანები, ჩვენ გვინდა თქვენთან ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერ ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


სექტემბერი 28 2022

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.


სექტემბერი 28 2022

„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ეს განსაკუთრებულად საშიში პრეცედენტია, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, „მოქალაქეების“ ლიდერი


სექტემბერი 28 2022

ქსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე დაგეგმილ აქციებს ეხმაურება:


სექტემბერი 28 2022

აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.


სექტემბერი 28 2022

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში, სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


სექტემბერი 28 2022

მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა.


სექტემბერი 27 2022

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ..


სექტემბერი 27 2022

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.


გვერდი 549 სულ 1003
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.