ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.
როგორც პრემიერმა თქვა, შეიძლება, დადგეს იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.
„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მისცენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა.
საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.
დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ამ სახელებს ყოველდღე ვიმეორებ: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, სლოვიანსკი, ბევრი, ბევრი სხვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზებს ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ. ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, სადაც ის აფხაზებთან გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად აფხაზეთს შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.
არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.
