აპრილი 29 2022

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.


აპრილი 29 2022

მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


აპრილი 29 2022

სანქციების გამო, „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს.


აპრილი 28 2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია კლინიკაში.

„ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, შვიდი თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, რადგან გუშინ გამოცხადდა მისი ახალი დიაგნოზი. შევიდნენ ექიმები, ეს მოხდა სახალხო დამცველის ინიციატივით, მისი ექიმების ჯგუფი იყო შესული. დაისვა ახალი დიაგნოზი, ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანების ჯგუფი ასევე არიან თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ. მე კიდევ სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე. ადამიანი არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, თავად ექიმების აზრია ასეთ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს შესაბამისი კლინიკა, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ ეს უნდა იყოს უსათუოდ სადმე გარეთ, ამის დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს. ჩვენი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა, მუდმივად დავდივართ ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვნახოთ როგორ განვითარდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველას ღირსების საკითხია, შეუნარჩუნდეს მას ჯანმრთელობა.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, ექიმების კვალიფიციური ანგარიში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აშკარად ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ახლა სიღრმისეულად არ დავიწყებ ამ დასკვნის განხილვას. მდგომარეობა არის იმაში, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული არ აქვს, რა რისკებთან გვაქვს საქმე. ყველაფერს მოვერევით, მთავარია, მიშა იყოს მხნედ და კარგად. მე, როგორც მიშას ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა. მინდა, მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომელმაც აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს. მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ. ძალიან მომწონს სამოქალაქო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. საზოგადოების ნაწილი ალბათ მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე. რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველა ჩვენგანის ღირსების საკითხია, შევუნარჩუნოთ მას ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება, რომ მონაწილეობას მიიღოს, იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.


აპრილი 28 2022

ახლახანს ხელი მოვაწერე დოკუმენტს კონგრესისთვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


აპრილი 28 2022

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


აპრილი 28 2022

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% - თბილისის მერ კახა კალაძის, ხოლო 52% - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ.


აპრილი 28 2022

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ასახელებს.


აპრილი 27 2022

მონღოლეთის იმპერიის შემდეგ, რუსეთს ტაქტიკა არ შეცვლილა. სადაც ცოცხალი ძალით ვერაფერს აღწევს, უკვე დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. არ აქვს ცოცხალი ძალის რესურსი.


აპრილი 26 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს-ს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.


გვერდი 551 სულ 949
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.