თებერვალი 27 2022

მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვას მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო "ტვიტერში" ავრცელებს.


თებერვალი 27 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.


თებერვალი 27 2022

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.


თებერვალი 27 2022

რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.


თებერვალი 27 2022

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, - აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.


თებერვალი 27 2022

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიმამაცეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან გამოავლინა შესანიშნავი ლიდერობა და სიმამაცე.


თებერვალი 21 2022

მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, როდესაც მის კომენტართან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.


თებერვალი 21 2022

2014 წელს, როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო, მე კი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში, პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში - არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.


თებერვალი 21 2022

დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.


თებერვალი 19 2022

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


გვერდი 568 სულ 949
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.