საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.
ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. ქალაქში ყველა შემომსვლელი და გამსვლელი მკაცრად გაკონტროლდება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, გაძლიერებული კონტროლის პირობებში, ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნა არის დასაშვები.
ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.
საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
დარჩით სახლში, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე! - ამ მოწოდებით ქუთაისის ქუჩებში მოსახლეობას ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებულ შესყიდვებში დაახლოებით 8 მილიონი ლარი დახარჯა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ.
