March 7, 2026

აპრილი 09 2020

“ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები.


აპრილი 08 2020

"ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე ქუთაისის მერის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა:


აპრილი 08 2020
სომხეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - სააგენტოები «Новости-Армения», «АрмИнфо», «News.am» და სხვები ავრცელებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პასუხებს მოსახლეობის კითხვებზე, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობასაც ეხება.

აპრილი 08 2020

Facebook-ის ახალი აპლიკაცია Tuned სპეციალურად წყვილებისთვისაა შექმნილი, რომელსაც ისინი ერთმანეთთან მიმოწერის, მუსიკის გაზიარებისა და ციფრული ფოტოალბომის შესაქმნელად გამოიყენებენ.


აპრილი 07 2020

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია.


აპრილი 07 2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ შემთხვევის მართვა დადგენილი პროტოკოლის დაცვით მოხერხდება.


აპრილი 07 2020

ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.


აპრილი 07 2020

ინგრედიენტები


აპრილი 06 2020

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, კახეთის რეგიონში, კონტროლის არეალი გაფართოვდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელებში მოეწყო.


გვერდი 874 სულ 978
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.