საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6891 ლარი ეღირება, ევრო – 2.9677 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4848 ლარი.
ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები -ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და უმუშევრობის დონე 3.1- პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
2024 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალაუფლების ახალ განაწილებას განსაზღვრავს. სწორედ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქართველი ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი ნაწილი კი ტრადიციული მეთოდით.
კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ - დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა.
პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა.