მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, აია-სოფიას ტაძარში მიმდინარე პირველ მუსლიმურ მსახურებას ეხმაურება:
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი რექტორის გადაწყვეტილებით დღეს ბიზნესმენებთან მასშტაბური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების საკითხები იქნება განხილული.
რადიო „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») პროგრამაში „განსაკუთრებული აზრი“ («Особое мнение») 23 ივლისის საღამოს ისაუბრეს ჟურნალისტებმა ალექსეი სოლომინმა და მაქსიმ შევჩენკომ. საუბრის თემატიკა: წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა, თურქეთის საშინაო პოლიტიკა, რუსეთ-თურქეთის ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობა, რატომ არის კონსტანტინეპოლი „მეორე რომი“ და რატომ არ არის მოსკოვი „მესამე რომი“, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების მიზეზები და ა.აშ. საუბრის დროს, რასაკვირველია, საქართველოც მოიხსენიეს.
აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ს («Каспий») დღევანდელ, 24 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ოპოზიციის შიშები: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ათი წელი დარჩება“, რომელშიც საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული (ავტორი - სალეჰ ბაიათი).
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0653 ლარი შეადგინა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ურჩიეს, ჩასასვენებელი არ გაეხსნათ.