May 17, 2025

ივლისი 06 2020

9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.


ივლისი 06 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა 2 ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.



ივლისი 06 2020

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


ივლისი 06 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.


ივლისი 06 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.


ივლისი 06 2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.


ივლისი 06 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში   ერთიანი ეროვნული გამოცდების  გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.


ივლისი 06 2020

გერმანული „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „თურქეთ-საფრანგეთის კონფლიქტი: როგორ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნატოს წევრები ლიბიის გამო“ (ავტორი - ბარბარა ვეზელი), ამას წინათ ლიბიის ნაპირებთან მომხდარი საზღვაო ინციდენტია გაანალიზებული.


ივლისი 06 2020

აშშ-ის ცნობილმა და გავლენიანმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელ“-მა («The Wall Street Journal») ამას წინათ, 30 ივნისს, გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „პუტინი, ტრამპი და ბაიდენი. ნუთუ ჯო რუსეთის წინააღმდეგ დონალდზე უფრო მკაცრი იქნება? ადრე იგი ასეთი არ იყო“, რომელშიც რუსეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დემოკრატი ჯო ბაიდენის მიდგომებია გაანალიზებული.


გვერდი 1087 სულ 1323
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.