ივლისი 21 2020

რუსეთის „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვლადიმერ ზელენსკი კავკასიელი სტუმრის მოლოდინში: დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი კიევში მიემგზავრება“, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებული სიტუაციაა მიმოხილული (ავტორი - ტატიანა ივჟენკო).


ივლისი 21 2020

ახალგაზრდა ქალის ოთხდღიანი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. ასამდე პოლიციის თანამშრომელი ამ დრომდე სოფელ ხიხანის გარშემო მდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა.


ივლისი 21 2020

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.


ივლისი 21 2020

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს.


ივლისი 21 2020

ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.


ივლისი 21 2020

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაკეტილა, თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.


ივლისი 21 2020

მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.


ივლისი 21 2020

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა.


ივლისი 21 2020

ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ, მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.


ივლისი 20 2020

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილზე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა.


გვერდი 1091 სულ 1335
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.