მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა.
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.
ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.
სიახლეები
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი
- "სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსოლუტური აბსურდია დასკვნა, რომ, რაც ამერიკაში მისაღებია, ქართველებისთვის არ არის"
- "არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს" - კახა კალაძე
- რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება