.ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება“,- ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
„სოციალურად დაუცველების თემა ყოველთვის იყო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი“ - პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის ლიდერი, მამუკა ტუსკაძე სოციალურად დაუცველი პირებისთვის ქულების მინიჭების სისტემის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიას დღეს ჩაფიძის კლინიკიდან გაწერენ.
იმერეთში „კოვიდ-19”-ის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს ბოლო 24 საათში 16 პაციენტი დაემატა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა, ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. მათგან ორი მოზრდილია, ორი კი - ბავშვი.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
