საქართველოში უძრავი ქონების უცხოელ მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა.
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. ამასთან, საელჩო აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს: +972526919092.
თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინა.
თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.
"პირველი პროტესტის დროს, პარლამენტში გადაჯგუფება მოხდა; მოიშორეს ხალხი, ვისაც თვლიდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას – "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy). პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) მიერ.
ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
13 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ არქივში გაიხსნება გამოფენა ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’.