"კორონავირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა"

ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, რომ მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისი თქმით, აქ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, რომ მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა, მათი სწრაფი მკურნალობა და შემდგომ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ ვუმკურნალოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს არის ის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე წარმატებულად მოვედით, მაგრამ ამასთან ერთად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე, ყველაზეა გადანაწილებული”, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.