საფრანგეთი, რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების ფონზე, ძეგლებს არ აიღებს

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველე“-მ («Deutsche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში ისტორიული ფიგურების ძეგლების აღების კამპანიის თაობაზე, რომელიც აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლების ფონზე ევროპაშიც დაიწყო.

მასალაში, რომლის სათაურია „საფრანგეთი, რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების ფონზე, ძეგლებს არ აიღებს“, ხაზგასმულია საფრანგეთის პოზიცია.

 

„საფრანგეთის ხელისუფლებას არ აქვს განზრახული პოსტამენტებიდან აიღოს  ისტორიულ პიროვნებათა ძეგლები. საფრანგეთის რესპუბლიკა თავისი ისტორიიდან „არცერთ პიროვნებას არ ამოშლის“, - განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ, 14 ივნისს ფრანგი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში. ამით სახელმწიფოს მეთაურმა თავისი რეაქცია აჩვენა რასიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მიმართ, რაც ბოლო დროს საფრანგეთშიც შეიმჩნევა.

 

პრეზიდენტმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ იგი კომპრომისს არ გააკეთებს რასიზმის, ანტისემიტიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში: „ჩვენ ის ერი ვართ, სადაც ყველას შეუძლია თავისი ადგილი ჰპოვოს, მისი [ეროვნული] წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა. იმავდროულად პრეზიდენტმა ახსენა „ვიღაც სეპარატისტები“, რომლებიც ცდილობენ რაზისზმის წინააღმდეგ ბრძოლა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. ემანუელ მაკრონმა ისინი გააფრთხილა, რომ ნუ ეცდებიან საფრანგეთის ისტორიის გადაწერას, რაც საზოგადოებაში სიძულვილის გაჩაღებას გამოიწვევს“.

 

სხვათა შორის, მე-20 საუკუნის შუახანებამდე საფრანგეთი აფრიკაში უზარმაზარ კოლონიებს ფლობდა, მას ექვემდებარებოდა კონტინენტის თითქმის მესამედი, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და კუნძული მადაგასკარი.

 

როგორც ცნობილია, ბოლო კვირეებში ბევრ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი პროტესტები რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. აქციები გამოიწვია აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა, როცა ადგილობრივმა პოლიციელებმა დაკავების აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდი მოკლეს.

 

ბევრ ქალაქში აქციის მონაწილეები ისტორიული ფიგურების ძეგლებს ხსნიან და ანადგურებენ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში პოსტამენტიდან მოხსნეს მონათმოვაჭრისა და ქველმოქმედის ედვარდ კოლსტონის ძეგლი და ის წყალში გადააგდეს. ლონდონში დემონტაჟი გაუკეთდა შოტალანდიელი მონათმოვაჭრის რობერტ მილიგანის ქანდაკებას.

 

ბელგიის ხელისუფლება დათანხმდა, რომ ანტვერპენში პოსტამენტიდან აღებული იქნას მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი. მისი მმართველობის დროს უკიდურესი სისასტიკე გამოვლინდა კოლონიური სამფლობელოებში, კერძოდ, აფრიკაში - იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მდებარეობს.

 

აშშ-ში კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმიდან აღებული უნდა იქნეს 11 ძეგლი, რომელიც ტავის დროზე აშშ-ის კონფედერატიული შტატების ლიდერებისა და ჯარისკაცების საპატივსაცემოდ აღიმართა. როგორც ცნობილია, კონფედერაციის შემადგენლობაში 1861-1865 წლებში ის 13 შტატი შედიოდა, სადაც მონებით ვაჭრობდნენ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

წყარო: https://p.dw.com/p/3dlUx

წაკითხვა 499 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.