აგვისტო 12 2019

ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით,


აგვისტო 11 2019

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება


აგვისტო 10 2019

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


აგვისტო 10 2019

აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიდან 18კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.


აგვისტო 10 2019

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:


აგვისტო 09 2019

“როგორც კი დაიწყება დავა აწყმოსა და წარსულს შორის აღმოჩნდება, რომ ვკარგავთ მომავალს” - ჩერჩილის ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვის არის დაწერილი. “ამიტომ, რომ არ დავკარგოთ მომავალი წარსულზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმას სჯობს უკეთეს მომავალზე ვიზრუნოთ” - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 11 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ სურს ივანიშვილს პრემიერობა: “გამორიცხულია, რომ ის ამ თანამდებობაზე დაბრუნდეს” - ცისკარიშვილი.

 

“ამ წლების მანძილზე უამრავი მოსაზრება, შეფასება თუ ტყუილი მოვისმინეთ ამ ომთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ თავი და თავი ამ ტრაგედიის არის რუსეთი. რა თქმა უნდა, იყო დაშვებული შეცდომები მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ის, რომ წაგებულ ომზე ატყდა ყიჟინა ომი მოვიგეთო. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ასეთი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ არა მგონია საქმეს წაადგეს. ომს და წარსულს ისტორია შეაფასებს. ჩვენ კი ღრმად ჩავფიქრდეთ და ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე, როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა, დავიბრუნოთ ჩვენი ტეორიტორიები და ქვეყანაში იყოს მშვიდობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

 

“პროპორციული საარჩევნო სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს, არის ხარვეზები, თუნდაც ხელისუფლების მცდელობა - დაქსაქსოს ოპოზიცია და მომავალ პარლამენტში შეიყვანოს მისთვის სასურველი პატარ-პატარა პარტიები. ასევე, მედიის საქმიანობაში ჩარევა, მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელები შორს მედიისგან. მაგრამ, მიუხედავად ხარვეზებისა, ოპოზიცია “ოცნების” ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს და პოლიტიკურ ძალებში საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა, კამათის ფონზე. წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოადგება, უნდა მივყვეთ პროცესს და ქართველი ხალხი თავის არჩევანს თავად გააკეთებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია, “ოცნებას” გამარჯვების დიდი შანსი აქვს”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

 

“ვფიქრობ, რომ ჩვენი “კადრებთუხუცესი” მომავალი მთავრობისთვის მარტივად შეარჩევს ისეთივე “წარმატებულ” მინისტრებს, როგორიც დღეს გვყავს. ამიტომ, დიდ ცვლილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობიდან არ ველი და ალბათ ისევ “გართობის მთავრობა”იქნება. მაგრამ, თუ ცვლილებების აუცილებობა დადგება, უნდა შეიცვალოს ეკონომიკური გუნდი, იმ სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქართულ ეკონომიკაშია. ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა შექმნას ეკონომიკური საბჭო 15 კაცის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტდებოდა მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით, ასეთების პოვნა საქართველოში არ გაჭირდება, მით უმეტეს სამეცნიერო წრეებში. საბჭოს შემადგენლობაში არ შევა ეკონომიკის მინისტრი, ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა და შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. ასეთი პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში”, - მიიჩნევს ცისკარიშვილი და შეკითხვაზე - “თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ისევ პრემიერ - მინისტრად და შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ერთი წლის წინ გასცა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?” - პასუხობს:

 

“ივანიშვილს, რომ პრემიერ-მინისტრობის სურვილი ჰქონდეს, დიდი ხანია ამ სავარძელში იჯდებოდა. გამორიცხულია, რომ ის ამ თანამდებობაზე დაბრუნდეს, ამიტომ, ტყუილად ნუ ირჯებიან ჩემი კოლეგები”.


აგვისტო 09 2019

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


აგვისტო 08 2019

13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.


აგვისტო 08 2019

საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა, - ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს.


აგვისტო 08 2019

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ეთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


გვერდი 1204 სულ 1290
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.